უზბეკეთის პრეზიდენტმა სამხედრო პირებსა და სამართალდამცველებს წონაში დაკლება უბრძანა
უზბეკეთის პრეზიდენტმა, შავკათ მირზიევმა შს სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები ჭარბი წონის გამო გააკრიტიკა და წონაში დასაკლებად სამიდან ექვს თვემდე ვადა მისცა. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.
“ჩვენ არ გვჭირდება ოფიცრები და შინაგან საქმეთა სამინისტროს ისეთი თანამშრომლები, ვისაც ჭარბი წონა აქვთ. როგორ შეძლებს ის ასეთ მდგომარეობაში დამნაშავის დაჭერას? უნდა დაკავდნენ სპორტით. ეს მე არ მჭირდება, ეს მათი ჯანმრთელობისთვისაა საჭირო. ჩვენ მათ დროს მივცემთ სამ ან ექვს თვეს – ამ დროის განმავლობაში მათ თავი უნდა მოიწესრიგონ და ჭარბი წონა მოიცილონ”,- განაცხადა მირზიევმა.