თურქეთში ფეხბურთელმა მატჩზე ბასრი საგნით მოწინააღმდეგეები დაჭრა (ვიდეო)

თურქეთში “ამედსპორის” და “საკარიასპორის”გუნდებს შორის გამართულ საფეხბურთო მატჩზე ინციდენტი მოხდა, “ამედსპორის” გუნდის წევრმა, მანსურ ჩალარმა, მატჩზე დანის პირი მიიტანა და მოწინააღმდეგეები დაჭრა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო tvzvezda.ru ავრცელებს.
გარდა ამისა, სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, სადაც კარგად ჩანს, თუ როგორ დადის ჩალარი და მოთამაშეებს ჭრილობებს აყენებს. მოწინააღმდეგე გუნდის წევრები თავიდან ვერ მიხვდნენ რა ხდებოდა, თუმცა მატჩის შემდეგ, ჭრილობების ფოტოები გამოაქვეყნეს.
საფეხბურთო გუნდ “ამედსპორის” ხელმძღვანელობამ ჩალარს მხარი დაუჭირა და მოწინააღმდეგე გუნდი ცილისწამებაში დაადანაშაულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები