კენიაში პრეზიდენტის ვერტმფრენი ჩამოვარდა – დაღუპულია 5 ადამიანი
კენიის სამხრეთით ვერტმფრენი ჩამოვარდა, რომელშიც ამერიკელი ტურისტები იმყოფებოდნენ. დაღუპულია 5 ადამიანი, მათ შორის 4 ტურისტი და ერთი ადგილობრივი მფრინავი. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “Standard Digital” ავრცელებს.
ტრაგედია წუხელ, გვიან ღამით მოხდა, ხოლო დაღუპულთა ცხედრები დღეს დილით იპოვეს.
მედიის ინფორმაციით, ვერტმფრენი კენიის პრეზიდენტ უილია რუტოს ეკუთვნოდა, რომელსაც მისი ოფიციალური მფრინავი მარიო მაგონგა მართავდა.