მირზა სუბელიანის ბრალდების საქმეზე დღეს შესაძლოა, განაჩენი გამოცხადდეს

პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის მირზა სუბელიანის ბრალდების საქმეზე დღეს შესაძლოა, განაჩენი გამოცხადდეს. საქმის არსებითი განხილვა დასკვნით ეტაპზეა.
როგორც ცნობილია, დღევანდელ სხდომაზე მირზა სუბელიანის ადვოკატები საბოლოო სიტყვას წარმოთქვამენ.
შეგახსენებთ, რომ მირზა სუბელიანს, ბრალად ედება, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის დანაშაულის დაფარვა. გამოძიების ინფორმაციით, სუბელიანს მოზარდებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ჰქონდა ინფორმაცია, თუმცა საგამოძიებო უწყებებთან არ ითანამშრომლა. სუბელიანი წარდგენილ ბრალს აღიარებს. საქმის განხილვის ფარგლებში დაცვის მხარემ პროკურატურის ყველა მტკიცებულება უდავოდ ცნო. ადვოკატები სუბელიანისთვის ყველაზე მსუბუქ სასჯელს, ფულადი სანქციის დაწესებას ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები