„საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებული ოთო ნემსაძე ისრაელის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარდგება
„პირველი არხის“ მუსიკალური შოუს – „საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებული ოთო ნემსაძე გახდა. იგი ისრაელის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს სახელით წარდგება, რომან გიორგაძის სიმღერით – „სულ წინ იარე“ .
ფინალური შოუსთვის შევიდა – 234 383 ხმა, რომლის 44,13 პროცენტი ოთო ნემსაძემ მიიღო.
მეგაშოუს გამარჯვებულის გამოვლენა მხოლოდ მაყურებელზე იყო დამოკიდებული – პირველი არხის მაყურებლებმა ის სატელეფონო ზარებით, მოკლე ტექსტური შეტყობინებებითა და ფეისბუქმესენჯერით გამოავლინეს.
წყარო: 1tv.ge