ძლიერი ტორნადო ამერიკაში – დაღუპულია 23 ადამიანი

ამერიკის შტატ ალაბამაში ორი ძლიერი ტორნადოს შედეგად, 23 ადამიანი დაიღუპა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას გამოცემა WSFA ავრცელებს.
მათი ცნობით, მრავალი ადამიანი უგზო-უკვლოდ არის დაკარგული, რამდენიმე კი მძიმე ტრავმებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შტატ ალაბამაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, ათობით ათასი ადამიანი ელექტრომომარაგების გარეშე დარჩა. სკოლებში საგანმანათლებლო პროცესი შეჩერებულია.
თავდაპირველად, ინფორმაცია 14 დაღუპულის შესახებ ვრცელდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები