პალესტინელები ისრაელის სამხედროებს თავს დაესხნენ

მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელები ისრაელის სამხედროებს თავს ავტომობილით დაესხნენ. მათზე საპასუხო იერიში განხორციელდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ისრაელის ჯარის პრესსამსახური ავრცელებს.
“თავდამსხმელები ავტომობილით ისრაელის რამდენიმე ჯარისკაცს თავს დაესხნენ, რომლებიც სოფელ კაფ-ნიიმაში მიდიოდნენ და გზაზე გაჩერდნენ. საპასუხოდ ისრაელის სამხედროებმა პალესტინელებს ცეცხლი გაუხსნეს”, – ნათქვამია ისრაელის ჯარის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათი ცნობით, ორი პალესტინელი ლიკვიდირებულია, ხოლო მესამე – მცირედ დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები