ევროკავშირი აზოვის ზღვის უსაფრთხოებისთვის 50 მილიონ ევროს გამოყოფს

სპეციალური პროექტის ფარგლებში, ევროკავშირი აზოვის ზღვის უსაფრთხოებისთვის 50 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ოდესის ოლქის რეგიონული განვითარების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

პეტრო პოროშენკოს თქმით, პროექტი ქალაქების – ბერდიანსკისა და მარიუპოლის მხარდაჭერას ითვალისწინებს, თუმცა აღნიშნული თანხა შავი ზღვისპირეთისა და დუნაის მიმართულებასაც დაფარავს.

გასული წლის დეკემბერში, ევროკავშირის საბჭოში განაცხადეს, რომ 2019 წელს ევროკავშირი უკრაინაში ექსპერტების მისიას გაგზავნიდა, რომლის მთავარი ამოცანა აზოვის ზღვის რეგიონისთვის დახმარების აღმოჩენა იქნებოდა, რომელიც ზღვაოსნობის შეზღუდვით დაზარალდა. გასული წლის 25 ნოემბერს, რუსეთის უშიშროების სამსახურმა ქერჩის სრუტეში უკრაინელი მეზღვაურები დააკავა. უკრაინა რუსეთს აგრესიაში ადანაშაულებს. მოსკოვში ამბობენ, რომ უკრაინის ხომალდები რუსეთის ტერიტორიულ წყლებში იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები