პროკურატურა „თი-ბი-სი ბანკის“ დამფუძნებლების ადვოკატის განცხადებას პასუხობს

საქართველოს გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატს ზვიად კორძაძის გავრცელებულ განცხადებას პასუხობს.
როგორც „კვირას“ საგამოძიებო უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, ამ ეტაპზე დაკითხვის ოქმების გამოქვეყნება არ მოხდება. „ამ ეტაპზე დაკითხვის ოქმებს არ ვასაჯაროვებთ.
ოქმების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გენერალური პროკურატურა მომავალში მიიღებს“, – განუცხადეს „კვირას“ გენერალურ პროკურატურაში.
შეგახსენებთ, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ მორიგი განცხადება გაავრცელა და საგამოძიებო ორგანოს სთხოვა, სრულად გამოაქვეყნოს ხაზარაძისა და ჯაფარიძის მოწმედ დაკითხვის ოქმები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები