მამუკა ხაზარაძის ადვოკატი პროკურატურას დაკითხვის ოქმების გასაჯაროებას სთხოვს
მამუკა ხაზარაძის ადვოკატი ზვიად კორძაძე პროკურატურას მიმართავს და მისი დაცვის ქვეშმყოფების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მოწმედ დაკითხვის ოქმების გამოქვეყნებას სთხოვს.
„ჩემი განცხადების პასუხად პროკურატურამ განმარტა, რომ საქმეს არ ადევს გრიფი საიდუმლო. აღნიშნული გარემოების და იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ საქმეზე დიდია საზოგადოებრივი ინტერესი, რასაც თავად პროკურატურაც ადასტურებს, ვთხოვთ საგამოძიებო ორგანოს, სრულად გამოაქვეყნოს მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მოწმედ დაკითხვის ოქმები. მით უფრო რომ ასეთი პრეცედენტი მან უკვე შექმნა ჩვენების ცალკეული ნაწილის გამოქვეყნებით. აღნიშნული გამორიცხავს ჩვენებიდან ამონარიდებით არასწორი წარმოდგენების შექმნას და საზოგადოებას თავად მიეცემა საშუალება გააკეთოს დასკვნები“,- ნათქვამია ზვიად კორძაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს, დღის პირველ ნახევარში ზვიად კორძაძემ პირველი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო რომ პროკურატურა ბრიფინგებს აწყობს იმ მოტივით, რომ აკმაყოფილებს მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს, ამასთან არ ხსნის საქმეს საიდუმლო გრიფს და არ იძლევა საშუალებას საზოგადოებას სრულად მიიღოს ინფორმაცია.
პროკურატურაში კი საპასუხოდ აღნიშნეს, რომ “თი-ბი-სი ბანკის საქმეს” “გრიფით საიდუმლო” ადევს.