ლავროვი: პოსტსაბჭოთა ქვეყნები ამერიკას ვენესუელაში გადატრიალების მოწყობაში ეხმარებიან
რუსეთი ამერიკის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებების გავრცელებას კვლავ აგრძელებს.
როგორც რუსეთის საგარეო მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, ამერიკა აღმოსავლეთ ევროპაში იარაღის შეძენას და პოსტსაბჭოთა ქვეყნების გავლით მათ ვენესუელაში ტრანსპორტირებას გეგმავს.
“მიღებული ინფორამცია მეტყველებს იმაზე, რომ ამერიკა უახლოს მომავალში აღმოსავლეთ ევროპაში იარაღის შეძენას და ვენესუელას მახლობლად გადატანას ვაშინგტონის დაქვემდებარებაში არსებული ავიაკომპანიის სააუალებით გეგმავს, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში მდებარეობს”, – განაცხადა სერგეი ლავროვმა ვენესუელას ვიცე-პრეზიდენტ დელცნ როდრიგეზთან შეხვედრისას.
ამასთან ერთად რუსმა მინისტრმა არ დააკონკრეტა თუ რომელ ქვეყნებს ეხება საქმე და საიდან აქვს მას ასეთი ინფორმაცია.