ისრაელის გენერალური პროკურორი პრემიერ-მინისტრს კორუფციაში ადანაშაულებს
ისრაელში ახალი სკანდალი მძვინვარებს – გენერალური პროკურორი და ისრაელის მთავრობის იურიდიული მრჩეველი ავიხაი მანდელბიტი მზად არის ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ბინიამინ ნეტანიაჰუს რიგი ბრალდებები წარუდგინოს.
კერძოდ, მთავრობის ხელმძღვანელს კორუფციაში, თაღლითობასა და საზოგადოებრივი ნდობის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს. ბრალდების მხარის მტკიცებით, პრემიერ-მინისტრი ბიზნესმენებისგან ძვირადღირებულ საჩუქრებს იღებდა. თავად პრემიერი ყველა ბრალდებას უარყოფს.