დაწყებით კლასებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი კვირის ბოლომდე შეწყდა

საჯარო სკოლების დაწყებით კლასებში, კერძოდ, მე-6 კლასის ჩათვლით და საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი მიმდინარე კვირის ბოლომდე შეწყდა. როგორც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, უწყება რეკომენდაციას უწევს განათლების სამინისტროს, რომ არსებული შეზღუდვები 6 კლასის ჩათვლით გაგრძელდეს კიდევ 4 სასწავლო დღე.
“ვირუსული მენინგიტის შემთხვევები თბილისში კლებისკენ წავიდა. რაიონებში ამას გარკვეული ინტერვალი ექნება. ვვარაუდობთ, რომ ერთი კვირის შემდეგ რაიონებშიც იკლებს შემთხვევები. პოზიტიური დინამიკა გამოკვეთილია. ჩვენ საბოლოო მონაცემები გვექნება 18:00 საათზე და ამას პროფესიულად შევაფასებთ, თუმცა დღევანდელი მდგომარეობით, რადგან დინამიკა პოზიტიურია თბილისში, მაგრამ ჯერ არ არის რაიონებში, ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ განათლების სამინისტროს, შეზღუდვები მე-6 კლასის ჩათვლით კვლავ გაგრძელდეს კიდევ 4 სასწავლო დღე, ანუ მიმდინარე კვირის ბოლომდე. იგივე ეხება საბავშვო ბაღებსაც”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
ვირუსული მენინგიტის გავრცელების გამო ჯანდაცვის სამინისტრომ განათლების სამინისტროდან ერთად 21 მაისს სკოლების საწყის ეტაპზე და საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის 3 დღით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები