ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს 137 მოქალაქე, მათ შორის, 9 ე.წ. „კანონიერი ქურდი“ დააკავეს

2018 წლიდან დღემდე, ევროკავშირის ქვეყნებში 20 მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად, საქართველოს 137 მოქალაქეა დაკავებული, მათ შორის 9 ე.წ. „კანონიერი ქურდი“, – ამის შესახებ შსს-ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, მამუკა ჭელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული პირების დაკავება ევროპულ კოლეგებთან ერთად სპეცოპერაციის შედეგად განხორციელდა.
„საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2018 წლიდან დღემდე, ფრანგ, ბერძენ, ესპანელ და პოლონელ კოლეგებთან ერთად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში 20 მასშტაბური ერთობლივი ოპერაცია ჩაატარა, რომელთა შედეგად, მძიმე დანაშაულების ბრალდებით დაკავებულ იქნა საქართველოს 137 მოქალაქე, მათ შორის 9 ე.წ. „კანონიერი ქურდი“, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები