კურილიის კუნძულებთან 5,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
წყნარ ოკეანეში, კურილიის კუნძულებთან 5,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
მომხდარის შესახებ ინფორმაციას რუსეთის გეოფიზიკური სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიწისძვრა დღეს დილით მოხდა, რომლის კერა 130,9 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. მიწისძვრა დასახლებულ პუნქტში არ იგრძნობოდა. ამასთან, არც ცუნამის საშიშროება გამოცხადებულა.