ევროკავშირი Google, Facebook და Twitter-ს დაპირებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს
Google-ის საძიებო სისტემა, Facebook-ისა და Twitter-ის სოციალური ქსელები”ფეიკ ნიუსების” წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით საკუთარ დაპირებებს არ ასრულებენ. ამის შესახებ ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
უწყების ინფორმაციით, შეთანხმების ფარგლებში Facebook-მა იანვარში იმ რეკლამების საგამოძიებო ანგარიში არ წარადგინა, რომელთაც შეცდომაში შეყავს მომხმარებელი. ხოლო, თავის მხრივ, Google-მა არ განმარტა, თუ რა გააკეთა დეზინფორმაციის გავრცელების შემცირებისთვის.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის შემოდგომას ევროკავშირმა Facebook-თან, Twitter-სა და Google-თან ნებაყოფლობით რეგლამენტზე დეზინფორმაციული რეკლამის გავრცელებასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია, რომელიც პოლიტიკური რეკლამების მარკირებას გულისხმობს.