ტრამპმა კიმ ჩენ ინს არამდგრადი ადამიანი უწოდა თუმცა განაცხადა, რომ მათ ერთმანეთი მოსწონთ
ის ძალინ ჭკვიანი და გამჭრიახი, მაგრამ ცოტა არამდგრადი ადამიანია. ჩვენ ძალიან კარგად ვუგებთ ერთმანეთს. მე მოვწონვარ მას და ის მომწონს მე, – ასე დაახასიათა ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპა ჩრდილო კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინის ტელეარხ “Fox News”-თან მიცემულ ინტერვიუში.
თუმცა, ყველა არ იზიარებს ამერიკის პრეზიდენტის ოპტიმიზმს, ვინაიდან ჰანოეში გამართულ შეხვედრაზე რაიმე შეთანხმება არ იქნა მიღწეული.
როგორც ჟურნალისტებისთვის გახდა ცნობილი, ტრამპმა, სანქციების მოხსნის სანაცვლოდ, კიმ ჩენ ინს ბირთვულ იარაღზე უარის თქმა შესთავაზა, თუმცა ჩრდილო კორეის ლიდერმა შეთავაზებაზე უარი განაცხადა.
ყველაფრის გათვალისწინებით, ჩრდილოეთ კორეის ცენტრალურმა საინფორმაციო სააგენტომ ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრას კონსტრუქციული უწოდა.