ამერიკამ ბინ ლადენის შვილის ადგილმდებარეობა დაადგინა

 

ტერორისტული დაჯგუფება “ალ-ქაიდას” დამაარსებლის ოსამა ბინ ლადენის შვილი, სავარაუდოდ, ავღანეთ-პაკისტანის სასაზღვრო რაიონში იმყოფება. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დიპლომატიური უსაფრთხოების ხელმძღვანელმა მაიკ ევანოფმა განაცხადა.
უწყებაში ასევე ვარაუდობენ, რომ ხამზე ბინ ლადენს ირანამდეც შეეძლო მიეღწია.
“ჩვენ ვთვლით, რომ ის, შესაძლოა, ავღანეთისა და პაკისტანის საზღვარზე იმყოფებოდეს. ასევე, შესაძლოა, რომ ირანში წასულიყო. ჩვენი მონაცემებით, ტერორისტების ლიდერი ის გახდება”, – განაცხადა ევანოფმა.
ამასთან, ამერიკის მთავრობამ ერთი მილიონის ოდენობის ჯილდო ხამზეზე ინფორმაციის მოწოდებისთვის დააწესა.
ხამზე ბინ ლადენი – ოსამა ბინ ლადენის სამიდან ერთ-ერთი ცოლის შვილია, რომელიც ქმართან ერთად პაკისტანში ცხოვრობდა, სადაც “ალ-ქაიდას” ლიდერი მოკლეს. ის არაერთხელ გამოსულა ამერიკის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და ისრაელის წინააღმდეგ ომის წამოწყების მოწოდებებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები