სომალიში მომხდარ ტერაქტს 25 ადამიანი ემსხვერპლა

 

სომალის დედაქალაქ მოგადიშოში ერთ-ერთ სასტუმროსთან ძლიერი აფეთქება მოხდა, რომლის შედეგადაც სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “dpa” ავრცელებს.
როგორც წყარო ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება, თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა იმ სასტუმროსთან აამოქმედა, რომელსაც ჩინოვნიკებიც ხშირად სტუმრობდნენ. როგორც ცნობილია, დაღუპულთა შორის სამართალდამცველებიც არიან.
მედიის ინფორმაციით, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მისი ხმა 8 კილომეტრის რადიუსით მყოფებმაც გაიგეს. პირველი აფეთქებიდან, დაახლოებით, 1 საათში განმეორებითი აფეთქება მოხდა, რისი გათვალისწინებითაც, დაღუპულთა რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს.
ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა “აშ-შაბაბის” დაჯგუფებამ საკუთარ თავზე აიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები