ეწერთან მომხდარ ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა – არიან დაშავებულები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც ცნობილია, სვანეთიდან მომავალი ავტომობილი „კამაზის“ ტიპის სატვირთოს დაეჯახა.
ავარიის დროს მანქანაში მყოფი ორი ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაშავდა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები