სომალის დედაქალაქის ბიზნესცენტთან ავტომობილის აფეთქების შედეგად 10-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

სომალის დედაქალაქის ბიზნესცენტრთან ავტომობილის აფეთქებას 10-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, თავდასხმის სამიზნე ერთ-ერთი სასტუმრო იყო. მოგადიშუს ყველაზე ხალხმრავალ ქუჩაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაინგრა რამდენიმე შენობა, რამდენიმე მანქანა კი დაიწვა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა რეგიონში მოქმედმა ისლამისტურმა დაჯგუფებამ „ალ-შაბააბმა“ აიღო. დაჯგუფების განცხადებით, მათი მებრძოლები სასტუმროში შეიჭრნენ და ახლაც იქ იმყოფებიან, თუმცა აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს ქალაქის პოლიციის უფროსი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები