რატომ ვერ შედგა მოლაპარაკებები აშშ-სა და კორეას შორის
სანქციები ჩრდილო კორეის მიმართ ძალაში რჩება. შეთანხმება აშშ-სა და კორეას შორის ხელმოსაწერად მზად იყო, თუმცა ბოლო მომენტში მხარეებმა უარი განაცხადეს მასზე.
კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს იონბენში ბირთვული იარაღის დემონტაჟის სანაცვლოდ, ყველა სანქციის მოხსნა სურდა, მაგრამ დონალდ ტრამპმა აღნიშნულზე უარი თქვა. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა მედიას დღეს განუცხადა.
როგორც ტრამპი აცხადებს, მას ჩრდილო კორეის ლიდერის შემოთავაზება არ აწყობს. მისივე თქმით, სამიტის ფარგლებში კონკრეტული შეთანხმების არ მიღება არ იყო მხოლოდ მისი გადაწყვეტილება. შეთანხმება მზად იყო ხელის მოსაწერად, მაგრამ მხარეებმა უარი განაცხადეს.
ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ კიმ ჩენ ინი მას ბირთვული და სარაკეტო ცდების შეწყვეტას დაჰპირდა.