ბრიტანული პარლამენტი “ბრექსითის” დაყოვნებას მხარს უჭერს

დიდი ბრიტანეთის პარლამენტი თანახმაა ტერეზა მეის დრო მისცეს, რათა მან “ბრექსითის” თემაზე მოლაპარაკებები აწარმოოს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “Associated Press” ავრცელებს.
თემთა პალატაში ცოტახნის წინ სიმბოლური კენჭისყრა ჩატარდა, სადაც 502-მა დეპუტატმა ტერეზა მეის სტრატეგიას მხარი დაუჭირა, რომელმაც შესაძლოა ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის ვადა გაახანგრძლივოს.
პრემიერ-მინისტრისგან ამ ვადის გადაწევას, მისი პარტიის წევრებთან ერთად, ოპოზიციაც ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები