„დამოუკიდებლობის მოპოვება ადვილი არაა, ურთულესია ამ მონაპოვარის შენარჩუნება“

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. კალაძე იმედოვნებს, რომ ყველა ერთად უფრო დიდ წვლილს შევიტანთ დამოუკიდებელი, თავისუფალი, გაერთიანებული საქართველოს შენებაში.
„26 მაისი არის მნიშვნელოვანი დღესასწაული და საზეიმო დღე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, დამოუკიდებლობა ყველაზე ძვირფასი მონაპოვარი, ყველაზე მძიმე და საპატიო ტვირთია თითოეული ჩვენგანისთვის! დამოუკიდებლობას მოპოვება ადვილი არაა, ურთულესია ამ მონაპოვარის შენარჩუნება და ჩვენმა ხალხმა ეს შეძლო! ამ მიმართულებით კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ყველა ერთად უფრო დიდ წვლილს შევიტანთ დამოუკიდებელი, თავისუფალი, გაერთიანებული საქართველოს შენებაში!“,- აღნიშნულია კალაძის მილოცვის ტექსტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები