ტრამპის და კიმ ჩენ ინის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა
ვიეტნამის დედაქალაქში დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის მოლაპარაკებები ჩატარდა.
ჩრდილო კორეის ლიდერის განცხადებით, ამერიკის პრეზიდენტთან მეორე შეხვედრა არ ჩატარდებოდა, თუკი მას კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაცია არ მოუნდებოდა. მიუხედავად ყველაფრისა, სამიტი დათქმულ დროზე ადრე დასრულდა, ხოლო ორმა ლიდერმა შეთანხმებას ვერ მიაღწია.
“თეთრის სახლის” პრესმდივნის, სარა სანდერსის განცხადებით, ორი ქვეყნის ლიდერის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. შეთანხმება მთავარ საკითხზე – ბირთვულ განიარაღებაზე – მიღწეული არ იქნა. მიუხედავად ამისა, მან შეხვედრას “კარგი და კონსტრუქციული” უწოდა. მისი თქმით, ორი ქვეყნის ლიდერმა დენუკლეარიზაციის სხვადასხვა გზა განიხილეს, მათი დელეგაციები კი მომდევნო შეხვედრას მოუთმენლად ელოდებიან.
სამიტი დათქმულ დროზე ადრე დასრულდა. დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის კორტეჟები სასტუმროდან დაიძრნენ, სადაც ორი დღე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, მათ საერთო განცხადება არ გამოუქვეყნებიათ. გარდა ამისა, ერთობლივი სადილიც გაუქმდა.