პაკისტანი ინდოეთს კვლავ თავს დაესხა

პაკისტანელი სამხედროებმა ინდოეთის შტატ ჯამუსა და ქაშმირის დასახლებულ პუნქტზე იერიში განმეორებით მიიტანეს. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “ANI” ავრცელებს.
მათი ცნობით, საპასუხო ცეცხლი ინდოეთის მხრიდანაც გაიხსნა. ორმხრივი სროლა, დაახლოებით, დილის 6 საათზე დაიწყო და თითქმის ერთ საათს გრძელდებოდა.
შეგახსენებთ, რომ 27 თებერვალს პაკისტანი თავს დაესხა ინდოეთის სასაზღვრო ტერიტორიას, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ მათ ინდოეთის საჰაერო ძალების ორი თვითმფრინავი საკუთარ საჰაერო ზონაში ჩამოაგდეს. ამავდროულად, ინდოეთმა პაკისტანური გამანადგურებლის ჩამოგდების შესახებ განაცხადა, ხოლო პაკისტანი ამ განცხადებას უარყოფს. მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ინდოეთმა საკუთარი ჯარისა და მესაზღვრეების საომარი მზადყოფნა გამოაცხადა, შედეგად კი პაკისტანმა საჰაერო სივრცე ჩაკეტა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები