ბელგიაში 33 მილიონი ევროს ღირებულების აკვაპარკი დაიწვა (ვიდეო)

ბელგიაში, აკვაპარკი გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწვა. ცეცხლის გაჩენის დროს შენობაში არავინ იმყოფებოდა, შესაბამისად, არავინ დაშავებულა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “ТСН” ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ხანძარი აფეთქების შემდეგ განვითარდა, რისი მიზეზიც ამ დრომდე უცნობია.
“ცეცხლმა ყველა წყლის გორაკი გაანადგურა და დაადნო. აკვაპარკის მშენებლობა 33 მილიონი ევრო დაჯდა”, – ნათქვამია მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აკვაპარკი მიმდინარე კვირის უქმეებზე უნდა გახსნილიყო, თუმცა ინციდენტის გამო, განუსაზღვრელი დროით გადაიდო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები