კარნავალი მასობრივი არეულობის ფონზე – ვენესუელა 250 ათასი ტურისტის მიღებას გეგმავს
ვენესუელას პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს განცხადებით, წელს, 28 თებერვალსა და 1 მარტს კარნავალზე 250 ათასი ტურისტი ჩავა.
“ჩვენ ვემზადებით 250 ათასზე მეტი სტუმრის მისაღებად, რომლებიც ვენესუელას კარნავალს ეწვევიან”, – განაცხადა მადურომ.
თავის მხრივ, შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრის ნესტორ რევეროლის თქმით, 200 ათასზე მეტი სამართალდამცავი მთელ სახელმწიფოში იმუშავებს, რათა ღონისძიებებზე უსაფრთხოება უზრუნველყონ.