ტრამპის ყოფილი ადვოკატი აშშ-ს პრეზიდენტს რასისტს და თაღლითს უწოდებს
ამერიკის პრეზიდენტის ყოფილმა ადვოკატმა, მაიკლ კოენმა დონალდ ტრამპი კანონის დარღვევაში დაადანაშაულა.
უფლებადამცველმა განცხადება აშშ-ის კონგრესში ჩვენების მიცემის დროს გააკეთა.
მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “Reuters” ავრცელებს.
კოენის თქმით, 2016 წელს ტრამპმა წინასწარ იცოდა დემოკრატიული პარტიის ნაციონალური კომიტეტის ვებგვერდის გატეხვის და ელექტრონული წერილების მოპარვა-გამოქვეყნების შესახებ.
“მე მრცხვენია იმის გამო, რომ მომიწია დონალდ ტრამპის უკანონო ქმედებების დამალვა, იმის მაგივრად, რომ საკუთარი სინდისისთვის მომესმინა. მე მრცხვენია, იმიტომ რომ ვიცი, ვინ არის მისტერ ტრამპი. ის რასისტია. ის თაღლითია”, – განაცხადა მაიკლ კოენმა.
გარდა ამისა, კოენის განცხადებით, მას არ აქვს პირდაპირი მტკიცებულებები, რომ ტრამპი ან მისი მომხრეები საარჩევნო კამპანიის დროს მოსკოვთან შეთანხმებულად მოქმედებდნენ.