ელიოტ აბრამსი: ვენესუელაში სამხედრო ინტერვენციაზე ბრალდებები მიუღებელია რუსეთისგან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული

გაერო-ს უშიშროების საბჭოში ვენესუელის კრიზისთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ვენესუელის საკითხზე, ელიოტ აბრამსი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხსაც შეეხო.

როგორც ,,კვირას” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ვენესუელაში შექმნილი მძიმე პოლიტიკური და ჰუმანიტარული ვითარების შესახებ დებატებზე აშშ-ის წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლის მხრიდან გაჟღერებულ ბრალდებებს გამოეხმაურა:

„სრულიად მიუღებელია რუსეთის ფედერაციის მხრიდან ჩვენი მისამართით გამოთქმული ბრალდება, ვენესუელაში სამხედრო ინტერვენციასთან დაკავშირებით. ეს მიუღებელია იმ ქვეყნისგან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, და ასევე უკრაინის  ტერიტორია – ყირიმი. განცვიფრებული ვარ საბჭოზე ამ ბრალდების მოსმენით“ – განაცხადა ელიოტ აბრამსმა.

მისი თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობას, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებს, დახმარების თხოვნით მიმართა ქვეყნის ლეგიტიმურმა ხელისუფალმა, ხუან გუაიდომ, ხოლო, რუსეთის დახმარება განკუთვნილია არა ხალხისთვის, არამედ მადუროს რეჟიმისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები