დონალდ ტრამპის და კიმ ჩენ ინის რიგით მეორე შეხვედრა ვიეტნამში შედგა (ვიდეო)

ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის და ჩრდილო კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინის რიგირთ მეორე შეხვედრა დღეს ვიეტნამში შედგა.
ქვეყნების ლიდერების შეხვედრა მოკლე და დახურული იყო. რის შემდეგაც მათ სავახშმოდ გადაინაცვლეს. ვახშამს ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და “თეთრი სახლის” აპარატის უფროსი მიკ მალვეინიც ესწრებოდნენ.
ჟურნალისტების აზრით, დონალდ ტრამპი ძალიან კარგ გუნებაზე იყო და ჟურნალისტებს ეკითხებოდა, თუ როგორ ატარებდნენ ისინი დროს. მან ჟურნალისტებს ასევე განუცხადა, რომ ვახშამი დიდხანს არ გასტანდა, ვინაიდან კიმ ჩენ ინს ხვალ დატვირთული დღე ელოდა.
დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ მოლაპრაკებები, საბოლოო ჯამში, “მშვენიერ შედეგს” გამოიღებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები