პაკისტანი ინდოეთს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს

პაკისტანის პრემიერ-მინისტრი, იმრან ხანი ინდოეთის ხელისუფლებას მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს. აღნიშნულ შესახებ ინფორმაციას სააგენტო “ANI” ავრცელებს.
“მოდით, დავსხდეთ და გადავწყვიტოთ ეს საკითხი მოლაპარაკებით”,- განაცხადა პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა.
ის, ასევე, იმედს გამოთქვამს, რომ ჯანსაღი აზრი გაიმარჯვებს და მეზობლებს შორის კონფლიქტის დეესკალაცია მოხდება.
“ისტორია გვასწავლის, რომ ომს წინასწარ ვერ გათვლი. მე მინდა, ინდოეთს შევეკითხო: გვაქვს თუ არა უფლება, რომ შევცდეთ იმის გათვალისწინებით, თუ რა იარაღს ვფლობთ?”,- აცხადებს იმრან ხანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები