კაიროში რკინიგზის სადგურზე ხანძარს 20-მდე ადამიანი ემსხვერპლა

ეგვიპტის ქალაქ კაიროში, რკინიგზის სადგურზე მომხდარ ხანძარს 20 ადამიანი ემსხვერპლა, 40-მდე კი დაშავდა. მაშველების თქმით, სამგზავრო მატარებელს ცეცხლის ბაქანთან შეჯახების შედეგად გაუჩნდა. დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ექიმებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი მას შემდეგ დაიწყო, რაც ჩქაროსნული მატარებელი რკინიგზის სადგურზე შევიდა, ბაქანს მიეჯახა და საწვავის ავზი აუფეთქდა. ინციდენტის ადგილას ათობით სამაშველო, სასწრაფო სამედიცინო დახმარების და პატრულის ეკიპაჟებია მობილიზებული.
“მე ბაქანზე ვიდექი, როდესაც დავინახე როგორ შეეჯახა მატარებელი ბაქანთან ღობეს, ყველა გაიქცა, მაგრამ ბევრიც დაიღუპა აფეთქების გამო”, – აცხადებს მედიასთან ერთ-ერთი თვითმხილველი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები