დიდ ბრიტანეთში ტყე იწვის
ბრიტანეთის დასავლეთით მეხანძრეები ტყის მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან, რომელმა 1500 კვადრატული კილომეტრი მოიცვა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ВВС ავრცელებს.
ხანძარი წუხელ, გვიან ღამით დასავლეთ იორკშირში დაიწყო. ამ დროისთვის კი ხანძრის დიდი კერა მანჩესტერთან ახლოს არის.
ადგილობრივი სამაშველო სამსახურების განცხადებით, ეს ერთ-ერთი უმსხვილესი ხანძარია, რომელთანაც მათ გამკლავება მოუწიათ. ინციდენტის ადგილას 5 სახანძრო და ორი სპეციალიზირებული სამაშველო დანაყოფი მუშაობს. ხანძრის მიზეზი, ამ დრომდე, უცნობია.