ნიგერიაში საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა გაიმარჯვა
ნიგერიაში საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 23 თებერვალს ჩატარდა, გამარჯვება სახელმწიფოს მოქმედმა პირველმა პირმა, მუხამადუ ბუხარიმ მოიპოვა. აღნიშნულ თანამდებობაზე კენჭს 70-ზე მეტი კანდიდატი იყრიდა. მაგრამ ძირითადი ბრძოლა ორ კანდიდატს, ბუზარისა და ანტიკუ აბუბაკარის შორის შედგა. საარჩევნო კომისიის ინფორმაცით, ბუხარიმ ხმების 56% მოიპოვა, ხოლო აბუბაკარიმ – 41%.
არჩევნები მასობრივი არეულობის ფონზე ჩატარდა. ოპოზიცია ხელისუფლებას მანიპულაციაში ადანაშაულებდა და გადადგომისკენ მოუწოდებდა. ნიგერიის პოლიციამ არეულობის დროს 128 ადამიანი დააკავა.