ირაკლი კოვზანაძე: საზედამხედველო ღონისძიებები არის კონფიდენციალური და დახურული ნებისმიერი მესამე მხარისთვის
„საზედამხდველო ღონისძიებები არის კონფიდენციალური და დახურული ნებისმიერი მესამე მხარისთვის“, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტრო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
მისი თქმით, ამ თემას განსაკუთრებით ხაზს უსვამს ეროვნული ბანკი, დღეს გავრცელებულ განცხადებაში.
„ის პრობლემა, რომელიც არსებობდა ეროვნულ ბანკსა და „თიბისი ბანკს” შორის, ამოწურულია. მოგეხსენებათ, ეროვნულმა ბანკმა და “თიბისი ბანკმა” ამ საკითხთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გააკეთეს და სამართლებლივი დავა „თიბისი ბანკსა” და ეროვნულ ბანკს შორის შეწყვეტილია. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკი თავს იკავებს პარლმენტში მოსვლაზე, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი მზად არის, მოუსმინოს ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რისთვისაც ისინი აპირებდნენ პარლამენტში მოსვლას და წინასწარ შეთანხმებული თარიღის მიხედვით გავმართოთ ეს შეხვედრა და მოვუსმინოთ მათ“, – აცხადებს ირაკლი კოვზანაძე.