დეპუტატები, რომლებიც უმრავლესობის დატოვებას აპირებენ
მმართველ გუნდში არსებული განხეთქილების გამო საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას “სოციალ-დემოკრატების” თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი, მირიან წიკლაური და რუსლან პოღოსიანი აპირებენ.
ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში დღეს გავრცელდა.
წინა კვირას საპარლამენტო უმრავლესობა 4-მა დეპუტატმა – ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა, ბექა ნაცვლიშვილმა და გედევან ფოფხაძემ დატოვეს.
მედიაში გარცელებული ინფორმაცია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა შესაძლოა ზაზა პაპუაშვილმა და ოთარ ჩრდილელმაც დატოვონ, სიმართლეს არ შეესაბამება.
ოთარ ჩრდილელი და ზაზა პაპუაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებენ, რომ აღნიშნული ინფორამაცია სიცრუეა და უმრავლესობის დატოვებას არ აპირებენ.