26 მაისი მერაბ კოსტავას დაბადების დღეა

დღეს საქართველოს ეროვნულ გმირს მერაბ კოსტავას დაბადებიდან 75 წელი შეუსრულდებოდა. იგი 1939 წლის 26 მაისს თბილისში დაიბადა. მერაბ კოსტავა ხშირად იყო რეპრესირებული, დაპატიმრებული და გადასახლებული. ბოლოს გადასახლებიდან 1987 წელს დაბრუნდა და სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა ზვიად გამსახურდიასთან ერთად გააგრძელა.
იგი 1989 წლის 13 ოქტომბერს ხარაგაულის რაიონის სოფელ ბორითთან მომხდარ ავტოავარიას ემსხვერპლა. მერაბ კოსტავა მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალული. ეროვნული გმირის საფლავზე, ტრადიციულად, მისი მეგობრები, ახლობლები და საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები