ანრი ოხანაშვილი: პარტია „ქართული ოცნება“ დეპუტატების შესაძლო გარიცხვის თაობაზე განცხადებას გააკეთებს

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, დეპუტატების შესაძლო გარიცხვის თაობაზე, პარტია „ქართული ოცნება“ განცხადებას გააკეთებს.
ის, ჯერჯერობით, ვერცერთი დეპუტატის გარიცხვის ფაქტს ვერ ადასტურებს. „ჯერ ვერცერთ ინფორმაციას ვერ დაგიდასტურებთ, ამას აქვს თავისი ფორმა. გავრცელებული ინფორმაცია დეპუტატების გარიცხვაზე სიმართლეა, თუ არ არის სიმართლე, ამის შესახებ „ქართული ოცნება“ გააკეთებს განცხადებას“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
„ქართულ ოცნებაში“ ამ წუთებში შეხვედრა მიმდინარეობს. წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობენ ის დეპუტატები, რომლებმაც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრას პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უძღვება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები