შს მინისტრმა მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
„მოგილოცავთ დღევანდელ დღეს, გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს, ქვეყნის გაერთიანებას, წინსვლას და წარმატებას. ჩვენმა სამინისტრომ წარმოადგინა დანაყოფების გარკვეული ნაწილი, შეიარაღება და ის ტექნიკური საშუალებები, რაც ჩვენ გაგვაჩნია“ , – განაცხადა ალექსანდრე ჭიკაიძემ.