ლევან კობერიძე: ბექა ერთ-ერთი საუკეთესო პოლიტიკოსია და მისი წასვლა ჩემთვის იქნება დიდი დანაკლისი
ბექა არის ერთ-ერთი საუკეთესო პოლიტიკოსი საქართველოში და მისი წასვლა ჩემთვის იქნება დიდი დანაკლისი, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ ნაცვლიშვილის გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.
„ბექა არის ერთ-ერთი საუკეთესო პოლიტიკოსი საქართველოში და მისი წასვლა უმრავლესობიდან, ჩემთვის იქნება, როგორც გუნდის წევრისთვის, ძალიან დიდი დანაკლისი. წარმატებას ვუსურვებ მას და ყველანაირად ვეცდები, რომ ხელი შევუწყო მის პოლიტიკურ საქმიანობას, როგორც ჩემს კოლეგას,“ – განაცხადა კობერიძემ.
საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით ბექა ნაცვლიშვილის მიერ ინიცირებული კანონპროექტი პარლამენტმა ჩააგდო, რაც დეპუტატის გუნდიდან წასვლის მიზეზი გახდა.