ბექა ნაცვლიშვილის კანონპროექტი პარლამენტში პირველი მოსმენით ჩავარდა

პარლამენტში დღეს უმრავლესობის დეპუტატის, ბექა ნაცვლიშვილის მიერ, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ წარდგენილი კანონპროექტი პირველი მოსმენით ჩავარდა. საკითხის გასატანად 76 დეპუტატის ხმა იყო საჭირო, თუმცა მას 42-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
კანონპროექტი თანხის გადანაწილებას სოლიდარობის პრინციპის საფუძველზე გულისხმობს, სადაც დაბალშემოსავლიანები პროპორციულად მიიღებენ მაღალ საპენსიო სარგებელს.
ნაცვლიშვილის თქმით, აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, მძიმე და მავნე პირობებში დასაქმებულებს ექნებათ შესაძლებლობა, ხუთი წლით ადრე გავიდნენ პენსიაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები