ინჩხურში ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
მარტვილის მუნიციპალიტეტში, ინჩხურის ადმინისტრაციულ ერთეულში, დაზიანებული ლითონის კონსტრუქციის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
პროექტის ფარგლებში ხიდის სავალი ზედაპირი მოწყო ახალი ფოლადის ფურცლით, ასევე მოეწყო რკინა-ბეტონის საყრდენი კედლები და ლითონის მოაჯირები.
დასრულებული სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ მერის წარმომადგენელთან ერთად დაათვალიერა.
ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 47 464 ლარით დაფინანსდა.