ნახუნაოში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტში, ნახუნაოს ადმინისტრაციულ ერთეულში, გზის ასფალტობეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები გრძელდება.
„პროექტის ფარგლებში დაიგება 3 357 მეტრი ასფალტობეტონის საფარი. პროექტი ასევე ითვალისწინებს სავალ ნაწილზე და ეზოების მისასვლელებთან წყალსაწრეტი მილების, რკინა–ბეტონის და ბუნებრივი კიუვეტების მოწყობას. პროექტის ღირებულება 879 909 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „ინდიკო“ ასრულებს“,- აცხადებენ მარტვილის მერიაში.
მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ მერის პირველ მოადგილესთან დავით სურმავასთან ერთად დაათვალიერა.
ცნობისთვის, ნახუნაოს ადმინისტრაციულ ერთეულში გზის ასფალტობეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები