ნალეფსაოში, გზის ასფალტობეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო
მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნალეფსაოში, საავტომობილო გზის ასფალტობეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო.
„პროექტის ფარგლებში 1 600 მეტრი ასფალტობეტონის საფარი დაიგება. პროექტი ასევე ითვალისწინებს კიუვეტებისა და წყალგამტარი მილების მოწყობას, ასევე ეკლესიის წინ ბორდიურების მოწყობას“,- აცხადებენ მარტვილის მერიაში.
მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დავით სურმავამ დაათვალიერა. მისი თქმით, პროექტის ღირებულება 419 720 ლარს შეადგენს, სამშენებლო სამუშაოებს კი შპს „სექუოია“ ასრულებს.
ნალეფსაოში საავტომობილო გზის ასფალტობეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.
სამუშაოები მიმდინარე წლის მაისის თვეში დასრულდება.