კურორტ „ლებარდეს“ მიმართულებით გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

 

მარტვილის მუნიციპალიტეტში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ტალერი-ლებარდეს საავტომობილო გზის მშენებლობა მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში 6 კილომეტრიანი მონაკვეთის ასფალტობეტონის საფარით რეაბილიტაცია მოხდება. პროექტი ასევე ითვალისწინებს რკინა-ბეტონის კიუვეტების, რკინა-ბეტონის მილების, გაბიონების, არხების, მიერთებების და ეზოების შესასვლელების მოწყობს, ასევე მოხდება გასაჩერებელი მოედნის და ავტოპავილიონის მოწყობა და დაიდგმება საგზაო ნიშნები.
პროექტის ღირებულება 3 599 999 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „გზები“ ასრულებს.
მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დავით სურმავამ დაათვალიერა. მისი თქმით, სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში დასრულდება.
ტალერი-ლებარდეს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები