რა შემთხვევაში დატოვებს ნაცვლიშვილი უმრავლესობას – “ეს საკითხი საპენსიო რეფორმასთან შედარებით მეორეხარისხოვანია”

ჩემთვის უმრავლესობიდან წასვლა-არწასვლის საკითხი მეორეხარისხოვანია, ვიდრე ეს საპენსიო რეფორმა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, თუ დღევანდელ კენჭისყრაზე მის მიერ შეთავაზებული საპენსიო რეფორმა მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, ის უმრავლესობას დატოვებს.
„ჩემთვის უმრავლესობიდან წასვლა-არწასვლის საკითხი მეორეხარისხოვანია, ვიდრე ეს საპენსიო რეფორმა. თუ მას მხარდაჭერა ექნება, ე.ი. ჩემი მიზნები და შეხედულებები ამ ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით განხორციელდება, მაშინ უმრავლესობის დატოვების საფუძველი არ მექნება. ბოლო დღეებში უმრავლესობის დატოვება უფრო მნიშვნელოვანი საკითხი გახდა, ვიდრე ის შინაარსი, რასაც ეს მოჰყვებოდა ხოლმე. საპენსიო რეფორმა რომ განხორციელდეს, ძირეულად იცვლება ის მანკიერი დამოკიდებულება, რაც მთავრობამ სოციალური პოლიტიკის მიმართულებით შემოგვთავაზა. ხოლო თუ ეს გუნდი ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით განსხვავებულ შეხედულებას გამოხატავს, ე.ი. მაქვს საფუძველი, ვივარაუდო, რომ მომავალშიც ყველა ასეთი ინიცატივა იქნება უარყოფილი და მირჩევნია, დავტოვო უმრავლესობა, რათა ცხადი გახდეს მოსახლეობისთვის, ვინ რისთვის იბრძვის.
ერთი ადამიანი გარეთ იქნება თუ შიგნით, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია ეს კანონპროექტი გავა , თუ არა. ჩემი კანონპროექტი არა ამრტო დაბალშემოსავლიანებისთვის პროპორციულად გაზრდილ პენსიას გულისხმობს , არამედ გულისხმობს სახელმწიფო-საბინაო პოლიტიკის წარმოებას, ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევას, განსაკუთრებით განახლებადი ენერგიის მიმართულებით, მუნიციპალური საავადმყოფოების განვითარებას.
თუ რისთვისაც პოლიტიკაში მოვედით, იმაზე განსხვავებული ხედვები გვაქვს, მაშინ ერთად რაღას ვაკეთებთ? არაფერს. ამ შემთხვევაში მე დამოუკიდებელი დეპუტატი გავხდები“. დღეს ჩატარდება კენჭისყრა და დავინახავთ იზიარებენ , თუ არა ჩემს ხედვას ამ ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით“- განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
როგორც ბექა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, მისი ინიციატივა სოლიდარობის პრინციპს ეფუძნება.
„სოლიდარობის პრინციპი რატომა რის კარგი – რცოდა ვიცი, რომ მომავალი ტაობა აფინანსებს მისი წინა თაობის , ანუ შვილები აფინანსებენ მშობლების პენსიას, შესაბამისად ის შვილები, რომლებიც ახლა აფინანსებენ, დაინტერესებულები არიან, რომ მათ შვილებს უკეთესი სამსახური ჰქონდეთ, უკეთესი დასაქმება ჰქონდეთ და ბევრად უფრო აქტიურები არიან ამ მიმართულებით. “- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები