ეკა ბესელიამ “ქართული ოცნება” დატოვა: მივდივარ იქ, სადაც არის ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა (ვიდეო)

“მივდივარ იქ, სადაც არის ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა”, – ამის შესახებ დეპუტატმა, ეკა ბესელიამ ბრიფინგზე განაცხადა და მედიას უმრავლესობის და პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება ოფიციალურად შეატყობინა.
როგორც მან აღნიშნა, 2012 წლის პირველი ოქტომბერი ბოლომდეა მისაყვანი, იმ იდეალების გამო, რისთვისაც ეს დღე დადგა.”რთულია დ
ა საპასუხისმგებლოა რაც უნდა განვაცხადო, რთულია ვთქვა, მივდივარ იმ პოლიტიკური პარტიიდან, რომელიც დავაფუძნე ბიძინა ივანიშვილთან ერთად. რთულია ვთქვა სანამ არ განვმარტავ სად მივდივარ. მივდივარ იქ, სადაც არის ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა. სადაც ჯერ კიდევ არის იმის იმედი, რომ კოჰაბიტაციას არ გადაჰყვება ყველაზე ღირებული რამ სამართალი, სამართლიანი სასამართლო, სამართლიანობა. ჩვენ ყველას ერთად 2012 წელი 1 ოქტომბერი გვაქვს ბოლომდე მისაყვანი, ბოლომდე უნდა განვახორციელოთ ის იდეალები, რამაც პირველი ოქტომბერი მოიყვანა”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები