“ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივით, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ღობის გარე ფასადის ნაწილი მოიხატა (ფოტოკოლაჟი)

“ჯორჯიან მანგანეზის” ინიციატივით, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ღობის გარე ფასადის ნაწილი მოიხატა და განათდა. კედლის ფილებზე 8 ნახატია შესრულებული. 31 წლის, თვითნასწავლი მხატვრის, კოკა ჭანკოტაძის თქმით, სამუშაოები, დაახლოებით, ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და სხვადასხვა კომპოზიცია შესრულდა.
“6-მეტრიან ფილებზე შესრულებული ნახატების თემატიკა სხვადასხვა იყო, აქცენტი ფეროშენადნობთა ქარხანაზე ან მეტალურგებზე არ გამიკეთებია. თავისუფალი თემები შევარჩიე და ვფიქრობ, ნახატებმა ქალაქი „გააფერადა“. თითოეული მათგანის მოხატვას სამი-ოთხი დღე მოვანდომე. ზოგი პეიზაჟია, თუმცა, სხვა კომპოზიციებიც შევასრულე. ჩემთვის, როგორც ხელოვანისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ფეროშენადნობთა ქარხნის ხელმძღვანელობამ შემოქმედებითი თავისუფლება მომცა. მე პირადად, ძალიან მომწონს და მიხარია, რომ “ჯორჯიან მანგანეზის“ დახმარებით, დღეს ეს კედელი განათდა კიდეც. ღამის საათებში ძალიან ეფექტურია”, – აღნიშნა კოკა ჭანკოტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები