ზაზა პაპუაშვილი: განმიმარტონ, რას ნიშნავს ტერმინი „კონსტიტუციური ტესტი”, რათა ამ ტესტში რამე შეცდომა არ მომივიდეს

„მე ამ კანონპროექტს ხმას ვაძლევ, ვფიქრობ, ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი დაინტერესებულია ამ საკითხით”, – ამ სიტყვებით მიმართა უმრავლესობის დეპუტატმა, ზაზა პაპუაშვილმა დეპუტატ ეკა ბესელიას, მის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას.
პაპუაშვილმა ბესელიას ტერმინ „კონსტიტუციური ტესტის“ მნიშვნელობის ახსნა იმ მიზეზით სთხოვა, რომ მოცემულ ტექსტში რაიმე შეცდომა არ გაეპაროს.
„ხშირად ისმის კოლეგების მხრიდან ტერმინი „კონსტიტუციური ტესტი“. მე არ ვიცი, ეს რა ტერმინია და მინდა, განმიმარტონ, რათა ამ ტესტში რამე შეცდომა არ მომივიდეს და კიდევ, ბოლოს და ბოლოს, სულ ორი სიტყვით მითხარით, რა არის ამ კანონში ისეთი, რაც შეაფერხებს, დაანგრევს რაღაც პროცედურას, შეაფერხებს სასამართლოს მუშაობას და წარღვნას მოუმზადებს მთელ ამ სისტემას. თუ ასეთ რაღაცას ამზადებთ, მე არ მოგცემთ ხმას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, ეკა ბესელიას მიერ წარმოდგენილ ინიციატივას პარლამენტის ცხრა წევრი: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ოთარ ჩრდილელი, ალექსანდრე ერქვანია, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი, დავით ჭიჭინაძე და ლევან კობერიძე აწერენ ხელს.
აღნიშნული ინიციატივის თანახმად კი, ცვლილებები უნდა შევიდეს “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში, რომელიც 2024 წლის 31 დეკემბრამდე საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერებას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები